საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვჩიოდი: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ გულამოსკვნილი ვჩიოდი: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ გულის ფანცქალით ვკითხავდი: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ მივეხმატკბილე ჩიტუნას: „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ „ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო!