|
მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი |
|
თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი |
|
მე რა მამღერებს, ვარდების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი |
|
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი |
|
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და |
|
ჩიტო, ჩიტო, ჩიტო, ჩიტო, ჩიტო-მარგალიტო, და |
|
ჩემი სიმღერა' ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა |
|
როცა ვმღერივარ' შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა |
|
როცა ვმღერივარ' მე ჩემს მომავალს სიბერის ვხედავ |
|
და უკითხავად სულში შემოდის ფარული სევდა |
|
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და |
|
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და |
|
ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს, ჩიტების სტვენა |
|
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა |
|
როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი |
|
სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი |
|
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და |
|
ჩიტო, ჩიტო, ჩიტო, ჩიტო, ჩიტო-მარგალიტო, და |