|
იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ, |
|
გმირთა კერა ხარ განახლებული, |
|
დიად პარტიის ნათელი აზრით |
|
ლენინის სიბრძნით ამაღლებული. |
|
შენი ოცნება ასრულდა, |
|
რისთვისაც სისხლი ღვარეო, |
|
მშრომელი კაცის მარჯვენით |
|
აყვავებულო მხარეო. |
|
დიდი ოქტომბრის დროშის სხივებმა |
|
შენ გაგინათეს მთები ჭაღარა, |
|
თავისუფლებამ და შემართებამ |
|
გადაგაქციეს მზიურ ბაღნარად. |
|
მოძმე ერების ოჯახში |
|
ამაღლდი, გაიხარეო, |
|
მეგობრობით და გმირობით |
|
გამორჯვებულო მხარეო. |
|
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი |
|
აზრი, ხმალი და გამბედაობა, |
|
დღეს საქართველოს ნათელ მომავალს |
|
სჭედს ლენინური წრთობის თაობა. |
|
კომუნიზმის მზე დაგნათის, |
|
კაშკაშა, მოელვარეო, |
|
იდიდე მრავალჟამიერ, |
|
ჩემო სამშობლო მხარეო! |